LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, ვცემე მიშა მშვილდაძე – მიზეზია ისაა, რომ აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს“ – მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი თავდასხმის შესახებ Facebook-ზე წერს

823
ნიკოლოზ გუგეშაშვილი და მიშა მშვილდაძე

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მშვილდაძეს მან სცემა.

ამავე პოსტში გუგეშაშვილი ასევე წერს, რომ მიზეზი ამ ძალადობისა მშვილდაძის მხრიდან ეკლესიის კრიმინალად მოხსენიებაა:

„მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე.

ვიდეო: „ეს იყო დადგმული ამბავი, გამართული „მესიჯბოქსით“ – ერთადერთი რითაც თავი უნდა გაიტანონ, დღის წესრიგი გახდა, გცემთ“ – მშვილდაძე

„ჯერ ერთი პატრიარქისთვის არ შემიგინებია. ვაგინებ მდინარაძეს, კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს, როცა შესაბამისად მოიქცევა და ა.შ.“

ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე „ფეისბუქით“ გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა.

არსად დამალვას არ ვაპირებ“. – წერს ნიკოლოზ გუგეშაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს მიმართავს.

ცნობისთვის, მიშა მშვილდაძემ გუშინ განაცხადა, რომ მას უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლითაა აღძრული – მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

იდენტიფიცირებული თუ არა მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი – „ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები