LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია ,,ვივამედის” ექიმების განცხადებას პასუხობს

193
გიული-ალასანია-1

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ ექიმების განცხადებას.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ის საკვები მიაქვს, რისი მიღებაც მას შეუძლია.

„რას ნიშნავს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს?! ბატონი ზურაბი არის ექიმი და მან არაერთხელ მოისმინა დასაბუთება იმის, რომ ადამიანი არის მოწამლული და მის ორგანიზმში მძიმე მეტალებია. როგორ ფიქრობს, ადამიანი რამდენი თვე გაძლებს ასეთ მდგომარეობაში და ასეთი ადამიანი, როგორ შეიძლება ნორმალურად იკვებებოდეს, რომლის სხეულში მძიმე მეტალებია. ადამიანი არის მოწამლული და ვერ იღებს საკვებს, ეს არაერთმა ექიმმა თქვა. რომელ ექსპერტებს არ უნახავთ ანალიზების პასუხები, ძალიან მაინტერესებს?! ამერიკელმა ექიმებმა, ყველამ ყველაფერი ნახა, სხვათა შორის ქართველებმაც, როგორ არ ნახეს, “ემპათიის” ექიმებმაც ნახეს.

ახლა მოვუტანე: ქათმის ნახარში, მჭადი, ვაშლის ალადები, შოკოლადი, პური, კიტრი. მე კალორაჟი არ გამიზომია, მე ვიცი ჩემს შვილს რა შეუძლია მიიღოს. იმაზე მეტს ვერ იღებს! ამასაც ვერ იღებს ხოლმე, სწორედ იმავე მიზეზით, რომ მოწამლულია. ზონდით არ იღებს საკვებს და მორჩა!“, – განმარტა ალასანიამ.

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: „თავისი ფეხით შემოვიდა და ახლა მას უჭირს გადაადგილება.. შემოსვლის პირველი დღიდანვე შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ“

აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, ყოველდღიურად 300-400 კალორიას იღებს, მადა ფსიქოემოციურ ფონზე აქვს დაქვეითებული: სააკაშვილის მკურნალი ექიმი და ენდოკრინოლოგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები