თბილისის მერობის კანდიდატმა, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუმ “რუსთავი2“-ს ეთერში განაცხადა, რომ მოდის იმისთვის, რათა მეტი სამუშაო ადგილი შექმნას.
“მე ვარ თქვენი სიძე, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ. მე თქვენთან ერთად უკვე გავიარე ბევრი გაჭირვებული დრო და მესმის თქვენი გულის ტკივილი.
მე მოვდივარ იმიტომ, რომ რამენაირად გავაკეთო, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს სამუშაო, საშუალება.
მე გთხოვთ, მომეცით ხმა,” – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.