LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვარ სპარტაკი და მე მაქვს პრეტენზია, რომ ხალხს მოვუტან თავისუფლებას – გედევან ფოფხაძე

152
FORTUNA.GE (75)

“ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ის სპარტაკია, რომელსაც პრეტენზია აქვს, ხალხს თავისუფლება მოუტანოს. ფოფხაძე ამბობს, რომ მისი მხარდამჭერები ის ადამიანები არიან, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში “მდგმურის” როლში ყოფნა და უსამართლო ჩაგვრა მობეზრდათ. ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლების” გადაცემა “დილის საუბრებში” ისაუბრა.

“ეს ადამიანები დღეს უყურებენ მამუკა ხაზარაძეს, უყურებენ “გირჩს”, უყურებენ ირაკლი ოქრუაშვილს, ივანიშვილს, სააკაშვილს, ბოკერიას, ყველას უყურებენ და ფიქრობენ, რომ ჩემი ადგილი აქ სად არის, ამათ მე რაში ვჭირდები საერთოდ. წლების განმავლობაში ლუკმას მართმევდნენ პირიდან, მჩაგრავდნენ და დღეს უნდათ რომ მოვიდნენ ქვეყანაში რომ ჩემზე იბატონონ. მე ვეუბნები ამ ხალხს, რომ თქვით თქვენთვის, რომ ჩვენ არ გვინდა ეს მჩაგვრელები, ჩვენ უნდა მოვკიდოთ ხელი ამ მჩაგვრელებს და გავუშვათ პოლიტიკურ პარაშაზე.

ამიტომ ვისაც უნდა ამ პროცესში ჩვენთან ერთად ყოფნა, ის იქნება ჩვენთან ერთად, პროცენტულ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. იყო ერთი ასეთი ადამიანი მსოფლიო ისტორიაში, სპარტაკი ერქვა და მან შეცვალა ისტორია მენტალურ დონეზე. მე მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხალხს მოვუტან თავისუფლებას”, – განცხადა ფოფხაძემ.

 

ვინ იყო სპარტაკი? –  ყოფილი მონა, ძვ.წ. 74-71 წწ. ძველ რომში ხელმძღვანელობდა მონათა დიდ აჯანყებას. მისი არმია შედგებოდა გაქცეული გლადიატორებისა და მონებისაგან. დაამარცხა რამდენიმე რომაული ლეგიონი, მათ შორის ორი კონსულის არმია. სპარტაკი წარმოშობით თრაკიელი იყო. ებრძოდა რომაელ დამპყრობლებს, ტყვედ ჩავარდა და  გლადიატორად განაწესეს. მონათა ამ უდიდესმა აჯანყებამ მძლავრად შეარყია მონათმფლობელური რომის იმპერია.

ძვ.წ.აღ-ით 71 წელს, ბრუნდიზიუმის მახლობლად გამართულ ბრძოლაში სპარტაკი დაიღუპა. ლეგიონერებმა ისე აკაფეს იგი, რომ მისი გვამის მოძებნაც კი ვერ მოხერხდა. სპარტაკის ბევრი თანამებრძოლი ჯვარზე გააკრეს. სპარტაკი ბრწყინვალე ორგანიზატორი და ძველი დროის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები