LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე თქვენ დაგანახებთ, როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ: ანზორ მელია

750
image-6487327

“დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, მე თქვენ დაგანახებთ, როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ”,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ბოღმის, შურის და სიძულვილის ენით მთავრობა გველაპარაკებოდეს. ანზორ მელიამ ხელისუფლებას მიმართა და წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“ეს არის ჩვენი დაცინვა, ეშლებათ. მეგრელებისთვის ოჯახია სიამაყე, მეგრელს ოჯახს როცა გაულანძღავ, არ აქვს მნიშვნელობა, ის ვისი ოჯახია, ისინი საპირისპიროდ მოქმედებენ მერე. მადლობა ზუგდიდელებს, რადგან პირველ ტურში გამამარჯვებინეს.

მთავრობას მივმართავ, ძალიან გთხოვთ, შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით, თქვენ დღეს ხართ, მაგრამ ხვალ არ იქნებით. თქვენმა შვილებმა ბედნიერ საქართველოში უნდა იცხოვრონ და ჩვენ, ვინც ვართ აქ, სამეგრელოს მერობის კანდიდატები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარდავქმნათ ეს ქვეყანა. თქვენი ბოგინი უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ზუგდიდის მცხოვრებლებისადმი მიმართვისას ანზორ მელიამ აღნიშნა, რომ ბევრ ახალგაზრდაზე მეტის გაკეტება შეუძლია ქალაქისთვის.

„დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, მაღურალიო – მერიაში ამბობენ. მე თქვენ დაგანახებთ, როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ და კიდევ დიდხანს, დიდხანს დიდ სიკეთეს გავაკეთებ ჩემი ქალაქისთვის“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები