LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკუთარი თავი ახლა უფრო მომწონს, ვიდრე 30 წლის ასაკში“ – 49 წლის პენელოპე კრუსი Elle-გარეკანზე

249
page

პენელოპე კრუსი სულ მალე 50 წლის გახდება. იუბილეს აღსანიშნავად მსახიობმა ესპანური Elle-ს აპრილის ნომრის გარეკანი დაამშვენა. ფოტოსესიაში ვარსკვლავი როგორც ყოველთვის გრაციოზულად გამოიყურება. მთავარ ფოტოზე მას „მიუგლერის“ შავი კაბა-კორსეტი აცვია.

გამოცემასთან ინტერვიუში პენემ ასაკზე ისაუბრა და ისიც კი განაცხადა, რომ საკუთარი თავი ახლა უფრო მოსწონს.

„მე ვგრძნობ კავშირს იმ ასაკთან, რომელშიც ვიმყოფები. თუ მომიტევებთ, გეტყვით, მე საკუთარი თავი ახლა უფრო მომწონს, ვიდრე, 20, 30 წლის ასაკში. მე ყოველ ჩემს ათწლეულს მაქსიმალურად ვიყენებ და არასდროს მითქვამს და გამიფიქრებია, რომ ადრე მე უკეთესი ვიყავი“, – აცხადებს მსახიობი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს და უკვე მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებს ხავიერ ბარდემთან.

ვიდეო: პატარა „ლავ სთორი“ – ბრედ პიტი და პენელოპა კრუსი „შანელის“ რეკლამაში

„სილამაზე ესპანურად!“ – 49 წლის პენეს ვინტაჟური ფოტოსესია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები