სანდრა ბულოკი მედიასთან ხშირი გამოჩენით არ გამოირჩევა, მას არც პირად ცხოვრებაზე უყვარს საუბარი, თუმცა, ახლახან მისი ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მსახიობი პარტნიორზე, ბრაიან რენდელსა და შვილებზე ალაპარაკდა.
„მე საბუთი არ მჭირდება იმისთვის, რომ მამაკაცის ერთგული და შვილებისთვის მოსიყვარულე დედა ვიყო. მე ჩემი ცხოვრების ჭეშმარიტი სიყვარული ვიპოვე“, – აცხადებს სანდრა და რენდელს „წმინდანს“ ეძახის. ბულოკის განცხადებით, ის მას შვილების გაზრდაში საოცრად ეხმარება და იდეალური მამაა.
ცნობისთვის, სანდრამ მეორე შვილი 2015 წელს იშვილა, ამავე წელს დაიწყო მისი და ბრაიანის ურთიერთობაც.
57 წლის სანდრა ბალოკი „სტელა მაკარტნის“ კომბინეზონში ახალი ფილმის „უპატიებელი“ პრემიერაზე
ციხიდან გამოსული, დაკარგული დის ძიებაში – სანდრა ბალოკი ახალი ფილმის თრეილერში