თინა ხიდაშელის განცხადებით, ის რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს, ნიკა გვარამიას შეიწყალებდა და საამისოდ, სამ შესაბამის მომენტს ასახელებს.
„3 ნაბიჯად გავყოფდი ამ ამბავს. მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვყოფილიყავი, განაჩენის გამოცხადების ღამესვე შევიწყალებდი ნიკა გვარამიას, პირდაპირი მნიშვნელობით, იმ ღამესვე. ტექნიკურად შეიძლება დაწერილ განაჩენს დავლოდებოდი, ვინმე, რომ არ მოგედავოს, რა იცი რაზე იწყალებ, ჯერ გადაწყვეტილებაც არ გინახავსო.
მეორე ვერსია იყო, 26 მაისი, თუ სიმბოლოზმი გვინდოდა ამისთვის მიგვენიჭებინა, 26 მაისს უნდა მომხდარიყო შეწყალება.
ახლა, არის კიდევ ერთი ვერსია, დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს, კომისიის დასკვნა საქართველოსთან მიმათებაში, სადაც რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზეც, უკვე ამ დასკვნის ფონზე შევიწყალებდი. ამას არ აქვს ალტერნატივა, უბრალოდ, რაღაც მომენტს ვეძებ, რომელიც შესაბამისი იქნება და უფრო დიდი შედეგის მატარებელი იქნება, ვიდრე ნიკა გვარამიას თავისუფლება. როდესაც კომისიის დასკვნა გახდება საჯარო, ეს შეიძლება იყოს ის მომენტი, რომელიც შეიძლება გამოსაყენებელია, კეთილი ნების საჩვენებლადაც, პოზიციონირებისთვისაც და კრიტიკის საპასუხოდაც, რომელიც აუცილებლად იქნება“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა „TV პირველის“ ეთერში.