LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე რომ კიბოს დავამარცხებ, მაგ დროს ბაღი აშენებული გექნება და პირველი რასაც ვიზამ, შენთან ჩამოვალო“ – გიგა მაქარაშვილი

627
fot (8)

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ჟურნალისტ ირმა კახურაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება სოციალურ ქსელში და გარდაცვლილ მეგობარს ემოციური პოსტით ემშვიდობება.

„მე რომ კიბოს დავამარცხებ, მაგ დროს ბაღი აშენებული გექნება და პირველი რასაც ვიზამ შენთან ჩამოვალო ?

ცხოვრებაც, ბრძოლაც და სიკვდილიც ერთნაირად ღირსეულად შეძელი ✊

ძალიან მომემატრები“, – წერს გიგა მაქარაშვილი.

გუშინ, 4 სექტემბერს სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია ჟურნალისტ ირმა კახურაშვილის გარდაცვალების შესახებ.

„წასვლა გადაწყვიტა ჩემმა მეგობარმა…მე ახლა მეგობარმკვდარი მქვია” – ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი გარდაიცვალა

ირმა კახურაშვილი თავის ტვინის სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დამარცხდა. ის მკურნალობას თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.

„იშვიათი სიღრმის, მოაზროვნე და უაღრესად გულისხმიერი ადამიანი წავიდა, ბოლო წუთამდე იბრძოლა“ – ჟურნალისტ ირმა კახურაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები