LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე, როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და სამხრეთ ოსეთის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს ერთიან რუსეთთან ოსი ხალხის გაერთიანებას – გაგლოევი

104
გაგლოევი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის თქმით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გაერთიანება რუსეთთან ოსი ხალხის საუკუნოვანი ნატვრაა, რომლის სისრულეში მოყვანასაც მრავალმა ადამიანმა თავი შესწირა.

„მე როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და სამხრეთ ოსეთის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს ერთიან რუსეთთან ოსი ხალხის გაერთიანებას. სხვა საკითხია, დადგა თუ არა ახლა ის ისტორიული მომენტი, როდესაც აუცილებელია ბრძანების გამოცემა რეფერნდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით და მისი ჩატარების ფორსირება“,- განაცხადა გაგლოევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები