კომპანია „გრინსერვისი+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე ჟურნალისტების კითხვას პასუხობს, ელოდება თუ არა პასუხისმგებლობის დაკისრებას, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილს შადრევანში დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
„მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე არ მაინტერესებს“, – აცხადებს ლაშა ფურცხვანიძე.
მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე – ლაშა ფურცხვანიძე
მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე არ მაინტერესებს – ლაშა ფურცხვანიძე
Posted by Rustavi 2 • რუსთავი 2 on Monday, October 17, 2022
ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამავე თემაზე:
მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე
“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე
ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა