LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე, ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას გვჯერა, რომ კონსოლიდაციაშია გამოსავალი“ – ზურაბ ჯაფარიძე 

156
Untitled design (5)

„საუბარი გვაქვს გვარამიასთან, „ლელოსთან,“ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან – მე, ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას გვჯერა, რომ კონსოლიდაციაშია გამოსავალი, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონსოლიდაციაზე არ საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ თუმცა, სხვა საკითხებთან დაკავშირებით მათთან თანამშრომლობის ფორმატები არსებობს.

ჯაფარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონსულტაციების ფარგლებში ჯერ რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ლელოსთან“  სულ გვაქვს კომუნიკაცია, ხან ვის ველაპარაკებით, ხან ვის, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არ არის.

კარგია, რომ კონსულტაციები მიდის.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსოლიდაციაზე საუბარი არ გვაქვს, მაგრამ არის ფორმატები, სადაც სხვადასხვა საკითხზე ვთანამშრომლობთ.

ნიკა მელიასთან ჯერ კომუნიკაცია არ გვქონია, რაც მათგან მოვისმინე, ისინი აპირებენ, ჯერ პარტია დააფუძნონ და მერე დავიწყებთ საუბარს, მომავალ გეგმებზეო, შესაბამისად, ჩვენც ველოდებით,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

ხვიჩია: „არსებობს ორი ოპოზიცია, „ნაცები“ და „გირჩი“, „ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ მალე გაირკვევა, რომ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია, „ნაცებში“ უყვართ მიშა და „ლელოში“ – ხაზარაძე“

„ობიექტურად ვთქვათ, დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე ჩვენ, ოპოზიცია – ყველას ყელი მოგვიღერებია, ყველას შეცდომა გვაქვს დაშვებული“ – ალეკო ელისაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები