LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარემ”

400

„პატრიოტთა ალიანსის“ ანალიტიკური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ლატარია, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიას მოტაცებასა და წამებაში ადანაშაულებს.

ლატარიას თქმით, ის 9 თვის წინ მოიტაცეს და მას შემდეგ აშანტაჟებდნენ. როგორც ის ყვება, მოტაცებაში პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომაია ფიგურირებს.

ირაკლი ლატარიას თქმით, ამ დროის განმავლობაში, მან ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო დამალა, რომ ორსულ ცოლს არ ენერვიულა.

დღეს ირაკლი ლატარიამ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ის დაკითხვაზე უკვე დაიბარეს.

“მე, მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ, ასევე შსს-ს (ასე გამეცნო) თანამშრომელმა ჩემმა უბნელმა კენკებაშვილმა და კიდევ ორმა უცხო ადამიანმა (მე შემიძლია ორივე ამოვიცნო). ჩემი წამება, გადატეცა გადაიღეს კამერით, ზუსტად ისე, როგორც აკეთებდა მეგიზ ქარდავა და ნაციონალური მოძრაობა. მე, მქონდა ტვინის შერყევა, მე არავის ეგონა რომ გადავრჩებოდი, მე ვიყავი მათი ხელიდან მკვდარი!!!

(გამიტაცეს საკუთარი სახლიდან, მიმიყვანეს ოფისში, დამაბეს სკამზე, რამდენიმე საათი მცემდნენ კონდახებით, მაწამებდნენ, წყალიც კი არ დამალევინეს, როდესაც გონება დავკარგე, მხოლოდ შემდეგ ცოტახანი შემეშვნენ …… ) ეს მოკლედ, რაც მოდა  

ზუსტად ვიცი, ახლა დაიწყებს ლომია და მისი ,,სასტავი” ჩემს წინააღმდეგ კამპანიების წამოწევას. არ გამოვრიცხავ დაიწყონ შანტაჟი, როგორც ადრე იყო, (დააყენე თორემ შენს სექს ვიდეობეს ავტვირთავთო, რაზეც მე ვიცინე და მიდით ატვირთეთთქო და იმის მერე გაჩუმდნენ). ეგ ის ლომიაა, რომელმაც 2006 წელში, როდესაც მე ვმუშაობდი მერიაში, კამერები დამიყენა, იყო ჭიაბერაშვილის კადრი, მანამდე კი – მერაბიშვილის ზონდერი. მე არ მაინტერესებს ალიანსის ლომია ვინ იყო, მაგრამ ეგ ის ლომიაა, რომელმაც შვილის მოკვლით დამემუქრა. მე მყავს 1 დღის ელენე და იმის თავს გეფიცებით, თუ რაიმეს ვამატებდე, რამდენი რამე კიდევ არ მითქვამს, რომელსაც ვეტყვი მხოლოდ პროკურატურას!!!

ამ ყველაფერს მე ვაკეთებ თქვენი შვილების გამო, თორემ ჩემს შვილებს არ ვიცი მაგათგან რა ემუქრება”, – დაპოსტა ლატარიამ.

პატრიოტთა ალიანსის პარტიის თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა ლატარიას ბრადებებს ცილისწამება უწოდა.

მისი თქმით, ლატარია მარტო არ მოქმედებს და მის უკან სხვა ინტერესებია.

“მთელი ღამის განმავლობაში მოთმინებით ვკითხულობდი ჩვენი პარტიის ანალიტიკური პროექტის ყოფილი თანამშრომლის (ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ვიდრე პროექტი დაიხურებოდა) ირაკლი ლატარიას კომენტარებს. მეგონა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ მქონდა ნანახი და მოსმენილი… მეგონა, რომ წლების მანძილზე გადატანილი უამრავი ცილისწამების შემდეგ, ვეღარაფერი გამაკვირვებდა და მატკენდა გულს, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელ დღემდე მეგონა… ჩემთვის სრულიად აუხსნელი და გაუგებარია, თუ ლატარიას ვინმე შვილის მოკვლით ემუქრებოდა…. თუ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით… მეუღლის სიცოცხლის ხელყოფით…კიდევ ათასი უბედურებით, რაც უსინდისო ცილისწამებაა… ამ 9 თვის განმავლობაში ეს მე მაინც რატომ არ მითხრა… მე ხომ საკუთარი შვილის ნათლიობა მანდო?!… ამ შვილის უსაფრთხოება რატომ ვეღარ მანდო, როგორც ქალს… როგორც ორი შვილის დედას… როგორც მის მეჯვარეს… როგორც მისი შვილის მომავალ ნათლიას?!… რა გულმა მოუთმინა, რომ ყველა მისმა მეგობარმა იცოდა, თურმე, რომ შიშში ცხოვრობდა და ეს შიში მე არ გამანდო?! ეს ერთი, მთავარი კითხვა, რაც მე მაწუხებს და მაფიქრებინებს:

  1. ირაკლი ლატარია არაა დამოუკიდებელი ამ ქმედებაში. ადგილი აქვს პოლიტიკურ დაკვეთას. ირაკლი ლატარიას აქეზებენ და აქეზებს ხელისუფლების რომელიღაცა ქვედა რგოლი, რომელიც არაა ჭკვიანი.
  2. მუქარასთან, მისი ოჯახის ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებული განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ვიმეორებ, სრულიად გამორიცხულია ჩვენგან, ირაკლი ლატარია, რომელსაც კარგად ვიცნობ, ამ წუთებში არ ტოვებს ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას.

მე ვპირდები ლატარიას, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ჩვენგან არასდროს დაემუქრება და არც დამუქრებია… და მე ვიქნები პირველი, ვინც მას და მის ოჯახს დაიცავს. ამასთან, მე ვპირდები ირაკლი ლატარიას, რომ აქტიურად ვიმოქმედებთ სამართლებრივად, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან… ჩვენი მხრიდანაც მივმართავთ პროკურატურას.

სწორედ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა კომენტარს ჯერ არ გავაკეთებ.

P.S. გუშინ სოციალურ ქსელში დაიდო ირაკლი ლატარიას უცნაური პოსტი, რომ მას საუკეთესო ძმაკაცები ჰყავს და ყველა სხვა ადამიანის ძმაკაცი უცენზურო სიტყვით იყო მოხსენიებული. ეს პოსტი ირაკლიმ მოგვიანებით წაშალა და ამ არც თუ ადეკვატური პოსტის შემდეგ, დაიწყო კომენტარების წერა, რომ მას და მის ოჯახს 9 თვის მანძილზე სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ. ეს არ ჰგავს ირაკლი ლატარიას. ეს არ ჰგავს მოცემულობას, რომ ის მარტო მოქმედებს…ეს არ ჰგავს ზნეობრივ საქციელს, თუნდაც იმიტომ, რომ… ვიდრე ასეთი პოსტის გამოქვეყნებას გადაწყვეტდა, თავისუფლად შეეძლო ჩემთვის ეთქვა, რომ N- დანაშაულის დაფარვას აღარ აპირებს… პირდაპირ სოციალური ქსელიდან რომ არ დამლაპარაკებოდა.

და ბოლოს, ვინც ლომიასა და მერაბიშვილის რაღაცა გაუგებარ კავშირზე ლაპარაკობთ, ყველას მოგიწოდებთ სინდისს მოუხმოთ. არავითარი კავშირი ლომიას მერაბიშვილთან არ ჰქონია. სწორედ ლომიას წყალობით ზის მერაბიშვილი იქ, სადაც ახლა ზის…”, – დაწერა ფეისბუქზე ირმა ინაშვილმა.