LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მათ ფინანსურად ვეხმარები“ – რუსმა ჩოგბურთელმა, მარია შარაპოვამ უკრაინას ღიად დაუჭირა მხარი

1652
page

რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს ფინანსურად ეხმარება. ამის შესახებ მან პოსტი „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.

„რაც მეტი დღე გადის, უფრო და უფრო მტკივა გული და ვწუხვარ უკრაინის კრიზისის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და ბავშვების გამო. მე ფინანსურად ვეხმარები Save the Children-ს, რომელიც დაუღალავად მუშაობს, რათა ომის გამო დაზარალებულ ბავშვებს საკვები და წყალი მიაწოდოს. გთხოვთ, შემომიერთდეთ და ბავშვებს დაეხმაროთ“, – წერს შარაპოვა.

ვიდეო: ბექჰემებმა უკრაინელი ბავშვების დახმარების ფონდში 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადარიცხეს

მილა კუნისმა და ეშტონ კატჩერმა უკრაინისთვის 5 დღეში 18 მილიონი დოლარი შეაგროვეს და გაჩერებას არ აპირებენ

შეგახსენებთ, მარია შარაპოვა მრავალ წლის განმავლობაში იყო ვლადიმერ პუტინის ფავორიტი სპორტსმენი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Maria Sharapova (@mariasharapova)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები