როგორც ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ, კოლუმბიელმა არტისტმა, შაკირამ ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად, რიგით მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, Las Mujeres Ya No Lloran, ანუ „ქალები აღარ ტრიან“ გაავრცელა. მასში 17 კომპოზიციაა შესრული, მათ შორის დუეტები რაუ ალეხანდროსთან, Cardi B-სთან, Grupo Frontera-სთან და Tiësto-სთან. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით მომღერალი გამოცემა Allure-ს გარეკანზე მოხვდა. ცხადია, ინტერვიუში მან ექს-პარტნიორზე, ჟერარ პიკეზეც ისაუბრა.
„მე ხელახლა გადაწყობა დამჭირდა“, – აცხადებს მომღერალი.
ცნობისთვის, დასავლური მედია შაკირას ახალ რომანზე ალაპარაკდა. საუბარია ლუსიენ ლავისკონტეზე. ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა მათი ერთობლივი პოსტერები, ისინი პაემანზეც გადაიღეს ერთად.
ფოტო/ვიდეო: შაკირა ვნებების ახალ მორევში გადაეშვა