„ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი, რომელმაც გასულ წელს კორონავირუსი ორჯერ რთულად გადაიტანა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ რთულ პერიოდს იხსენებს, რომლის გავლაც კოვიდინფიცირების პერიოდში მოუწია.
„გულის კუმშვით ვხსნი ყოველ დღე ფეისბუქის მემორის, სადაც შარშანდელი კოვიდთან ომიანობის ქრონიკები მხვდება…
ამ გადმოსახედიდან მაზანზარებს, გარეთ რა პირშეკრული გულშემატკივრობა ყოფილა.
გუშინ Tayona Bagdavadze მითხრა, შენ ვერ ხვდები ალბათ მაგრამ იმდენმა ხალხმა ვინერვიულეთ შენზე რომ გეცოცხლა, და ასეთი გაერთიანებული ხალხი რამე სურვილში იშვიათად მინახავსო-ცოტა შემრცხვა … ყოველ დილით ღმერთს მადლობას რომ ვეუბნები, საკუთარი სიცოცხლისთვის და იგივე სიკეთეს არ ვუსურვებ ყველას ვისაც 1 ფიქრი მაინც მოუვიდა თავში არ მოკვდესო, კიდე იცოცხლოს იცინოს იმაიმუნოს იხუმროს და არ დანებდესო.
მერეც ბევრი განსაცდელი შემხვდა, ცხოვრების მკაცრმა სილებმა მირტყა მარჯვნივ-მარცხნივ მაგრამ..
მაგრამ წაგებული ომები, როდის მერე აშინებთ ნამდვილ მეომრებს, სიცოცხლის და სიყვარულის მოყვარულ ადამიანებს!
მე, ინეზა და მამაო შარშან ამ დროს თეთრ კედლებს ვეხეთქებოდით
მაინც ამოვყვინთეთ
მადლობა“, – წერა თამუნა თანდაშვილი.