“მე გავიმარჯვე პირველივე ტურში, ახლა ვაპირებ, აქედან წავიდე და ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიოთ „კაპოტზე,“ – ასე გამოეხმაურა თამაზ მეჭიაური მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
“სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა. ახლა ვაპირებთ, აქედან წავიდეთ და თითო ჭიქა დავლიოთ „კაპოტზე,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება.
სასამართლომ დააკმაყოფილა თამაზ მეჭიაურის მოთხოვნა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 5 ბათილი ბიულეტენი ლელა ქიტესაშვილს მიეკუთვნა.