LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე დავბრუნდები! – სენატორ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს

89

“მე დავბრუნდები!”  – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ჯონ მაკკეინმა, რომელსაც ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.

სენატორის თქმით, ის სამსახურს დაუბრუნდება, როგორც კი გამოჯანმრთელდება. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Assoсiated Press-ს სენატორმა ლინდსი გრემმა განუცხადა.

„მე მომიწევს სახლში დარჩენა, მკურნალობის კურსის გავლა. მაგრამ მე დავბრუნდები,“ – განუცხადა მაკკეინმა სენატორ გრემს ტელეფონით.

არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სენატორის ოფისმა გაავრცელა.  მაიოს კლინიკაში 80 წლის სენატორი გასულ პარასკევს, მარცხენა თვალს ზემოთ გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო, მოათავსეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები