LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე და საერთაშორისო საზოგადოება სამხრეთ ოსეთში გუშინდელ უკანონო არჩევნებს ვგმობთ: ჯიმ რიში

117
1616533129-ჯიმ-რიში

ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის განცხადებით, „უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლასა და განადგურებასაც პუტინი ცდილობდა“. რიშის თქმით, საქართველოში, კერძოდ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას განაგრძობს.

„უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლასა და განადგურებასაც პუტინი ცდილობდა. სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონიდან ერთ-ერთი. მე და საერთაშორისო საზოგადოება სამხრეთ ოსეთში გუშინდელ უკანონო არჩევნებს ვგმობთ და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, – წერს რიში.