LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მაგალითი იყო ჩვენთვის – ბიძინა ივანიშვილი

494
BeFunky-collage

ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„უდიდესი დანაკლისი განიცადა საქართველომ – ჩვენ დაგვტოვა დიდმა მამულიშვილმა, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა გამორჩეულმა შემოქმედმა, ანზორ ერქომაიშვილმა.

ანზორ ერქომაიშვილი ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს – ჩვენს უნიკალურ კულტურას, ქართული პოლიფონიური მუსიკის გადარჩენის, აღდგენისა და მსოფლიოში ამ საგანძურის გატანის საქმეს.

მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მაგალითი იყო ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას. ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს და ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს“. – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი სამძიმრის ტექსტში, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, ანსამბლ “რუსთავის” დამფუძნებელი, ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდნენ.

ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე – პრემიერი ფოლკლორისტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები