მე და ჩემი ოჯახი ვირჩევთ ევროპას, უპირობოდ, ჩემთვის და ჩემი შვილების მომავლისთვის, – აღნიშნულის შესახებ ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისივე თქმით, „ვისაც ევროპას „ზედა მეზობელი” ურჩევნია – უბრალოდ ბნელი ხეპრეა, თან მავნებელი”.
„2009 წელს პირველად წავედი ევროპაში, ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაგრამ ფული არ მქონდა, ჰოდა ვიპოვე დაფინანსებული კონფერენცია, გავიმარჯვე და წავედი.
პირველივე შთაბეჭდილება საოცრება იყო, წესრიგი, მენტალიტეტი, განათლების დონე, შეხედულებები, ადამიანების პატივისცემა და უფლებები, ბიზნეს მაინდი, ა.შ.
ყოველ გასვლაზე – ვივსებოდი ახალი თვისებებით, ახლებურად მეხსნებოდა გონება, მეზრდებოდა შრომისმოყვარეობა და უფრო და უფრო დიდ გამოწვევებს ვეჭიდებოდი.
90-იანების პირმშო ვარ, მახსოვს როგორ ვიყავით უხსენებლის ხელში და მის შემდეგ და როგორი გეზი ავიღეთ ევროპასთან დამეგობრების შემდეგ.
მაღალფარდოვნების გარეშე, მარტივად ვიტყვი, ვისაც ევროპას “ზედა მეზობელი” ურჩევნია – უბრალოდ ბნელი ხეპრეა, თან მავნებელი. დიალოგიც რომ აზრს კარგავს ისეთი.
რა თქმა უნდა მე და ჩემი ოჯახი ვირჩევთ ევროპას, უპირობოდ, ჩემთვის და ჩემი შვილების მომავლისთვის!…
დაფიქსირდით კომენტარებში, მინდა ვიგრძნო, რომ არ ვართ ცოტა”, – წერს გურამ შეროზია.
„ახლა ჩვენი ბრძოლის დროა, ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს“ – ნანკა კალატოზიშვილი
„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“
ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“