ჟურნალისტი მაკა ანთიძე დათო გორგილაძის გადაცემის სტუმარი გახლდათ.
მან სხვა თემებთან ერთად, იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ უყვარს დროის გატარება მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად.
„გარკვეული პერიოდის წინ მე და ჩემი მეუღლე ვსეირნობდით, თეატრში მივდიოდით. ვიყავით გამოფენაზე, მერე გავისეირნეთ ძველ ქალაქში, სოლოლაკში. ზუსტად ამავეს ვამბობდი და ორივემ ვთქვით, უცხოელი რომ ჩამოდის, არ არის ცუდი ქალაქი. გაისეირნებ, ნახავ რაღაცებს, ხალხი გიღიმის, შეხვალ კაფეში, გემრიელად შეჭამ, არატიპურ სამზარეულოს გაიცნობ, მერე გამოხვალ, ისევ ვიღაც გაგიღიმებს. ვინც აქ გაიზარდა, ვინც აქ ცხოვრობს, ბევრ მინუსს ხედავს, ისევე, როგორც პარიზელები ხედავენ პარიზში. უცხოელის თვალით, მგონი, ძაანაც საკაიფო ქალაქია თბილისი…“