LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და ბენს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა გვაქვს“ – ჯეი ლოს ინტერვიუ

485
page

ჯენიფერ ლოპესმა გამოცემა variety-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ბენ აფლეკთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. არტისტმა განაცხადა, რომ მას და ბენ აფლეკს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვთ. ამის მიზეზი კი მათი ადრეული ურთიერთობაა, რომელსაც მედიის მხრიდან გადაჭარბებული ყურადღება ექცეოდა.

„მე და ბენს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა გვაქვს, ეს წარსულიდან გამომდინარეობს… ჩვენ, როგორც ხელოვანი ადამიანები, ჩვენს გულს უნდა მივყვეთ და სწორედ ამას ვაკეთებთ. ახლა ჩვენ უკვე ზრდასრულები და უფრო ბრძენები ვართ, ვიცით, რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჯენიფერმა.

ცნობისთვის, მალე ჯეი ლო ახალ ალბომს, This Is Me… Now გამოუშვებს, ნამუშევარი 2002 წლის ალბომის ერთგვარი გაგრძელებაა. სწორედ იმ პერიოდში იყვნენ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დანიშნულები, თუმცა, მალევე გაშორდნენ ერთმანეთს.

ალბომი დღის შუქს 2024 წლის 16 თებერვალს იხილავს.

„ბენიფერის“ ჟღურტული ახლად შეძენილ დივანზე – პაპარაცული ფოტოები

ამღერებული „ბენიფერი“ – ჯეი ლომ ბენ აფლეკს იუბილე უსაყვარლესი ვიდეოთი მიულოცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები