LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ცოლად მსოფლიოში საუკეთესო ქალს გავყევი (ფოტო)

61

მიუნხენის „ბაიერნის“ ორმა ქალმა ფეხბურთელმა ქორწილი გადაიხადა.

ახლა ისინი უბრალოდ თანაკლუბელები როდი არიან.

ლიუსი ვონკოვამ და კლაუდია ვან დენ ხაილიგენბერგმა ერთმანეთის უღელში გაყვეს თავი და ქორწინებით დაუკავშირდნენ.

ამის შესახებ მიუნხენური კლუბის ოფიციალური ტვიტერი იუწყება. ლიუსი და კლაუდია „იენაში“ გამოდიოდნენ და შემდეგ ერთდროულად გადავიდნენ „ბაიერნში“.

„მე ცოლად მსოფლიოში საუკეთესო ქალს გავყევი“, – დაწერა ჰოლანდიელმა ტვიტერში.

26 წლის ვონკოვა ჩეხეთს წარმოადგენს, 33 წლის ვან დე ხაილიგენბერგი კი ჰოლანდიელია.

ჯვრისწერის შემდეგ ხაილიგენბერგი ცოლის გვარზე გადავიდა და ახლა ის კლაუდია ვონკოვაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები