“მე ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულს, SOS მდგომარეობას” – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე საუბრობს.
მისი განცხადებით, ეს იმ ცუდი პოზიციის სტარტია, რომელსაც ექსპერტები და სპეციალისტები ელოდებიან.
მე არ ვამბობ იმას, რომ ლოქდაუნია აუცილებელი. ლოქდაუნს ჩვენ ვეღარ გავუძლებთ, უბრალოდ აუცილებელია ის, რომ თავი შეიკავოს ყველამ სხვადსხვა ტიპის ღონისძიებებისგან, თუნდაც მიტინგებისგან,“ – აცხადებს დევი ტაბიძე.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა დღიური რაოდენობა სწრაფად იზრდება. მზარდია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.