LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე აღარ ვიქურდებ: ცნობილმა კრიმინალმა ლატარეა მოიგო და ფული თავის მსხვერპლებს დაუბრუნა

40
2736304

არგენტინელმა ქურდმა ლატარეაში საკმაოდ სოლიდური თანხა მოიგო და პოლიციას პირობა მისცა, რომ ამიერიდან აღარაფერს მოიპარავს. გარდა ამისა, მოგებულ ფულს თავის ყოფილ მსხვერპლებს ჩამოურიგებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sunday Vision ავრცელებს.

მარსელონ პარედესა პოლიციას არაერთხელ დაუკავებია. ცნობილი კრიმინალის, მეტსახელად რამპიტოს ანგარიშზე არაერთი ძარცვა, ქურდობა და სამართალდამცავი ორგანოებისგან მიმალვის მცდელობაა. მამაკაცი 7-ჯერაა ნასამართლევი.

რამპიტომ ლატარიის ბილეთი შეიძინა და 94 მილიონი არგენტინული პესო მოიგო.

„ბიჭებო მე აღარ ვიქურდებ“ – უთხრა ბედნიერმა ბოროტმოქმედმა პოლიციას. უფრო მეტიც, ის მოძებნის ყველას ვისთვისაც კი რამე მოუპარავს და ფულს დაუბრუნებს. არგენტინელმა კრიმინალის მიტოვება და თავისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა გადაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები