LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე აღარ ვეკონტაქტები… მე იმ ადგილას მოვკვდი, რომ გამეპარა,”-ISIS-ის ქართველი მებრძოლის მამა საკუთარ შვილზე საუბრობს

63

“ისლამური სახელმწიფოს” ქართველი მებრძოლის, მამუკა ანთაძის მამამ “რუსთავი 2”-თან მისი შვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის ისტორია გაიხსენა და თქვა, რომ მამუკა ანთაძის წასვლის შესახებ მან პირადად აცნობა უშიშროების სამსახურს და დახმარებაც სთხოვა. თამაზ ანთაძე ყვება, რომ ის ვაჟთან ერთად გადავიდა თურქეთში, საიდანაც მამუკა ანთაძე მამას გაეპარა.

„ბოლოს 25 აგვისტოს გადავედით ერთად, იქიდან გამეპარა. მე იმ დღესვე მოვბრუნდი უკან და ვაცნობე უშიშროებას. სპეცსამსახურებიდან დახმარებას ველოდი, მაგრამ ეტყობა თურქეთში აღარ იყო. დადებითი ინფორმაცია არაფერი მოუციათ. ასე მითხრეს უკვე ჩვენ ვეღარ დაგეხმარებით ახლაო. ჩვენი კომპეტენციიდან გასულია, ფარგლებიდან გასულიაო,“ – აცხადებს თამაზ ანთაძე.

მამუკა ანთაძის მამა ჰყვება, რომ მის შვილს საზღვარზე გადასვლისას გარკვეული პრობლემები შეექმნა, რადგან ის უკვე შემჩნეული იყო უშიშროების სამსახურების მიერ და აღრიცხვაზეც ჰყავდათ აყვანილი, თუმცა მამუკა ანთაძემ მამა დაარწმუნა, რომ თურქეთში მხოლოდ მოსალოცად მიდიოდა და არსად წასვლას არ აპირებდა.

“ასეთი საეჭვო ხალხი თუ იყო და კონტროლის ქვეშ აყვანილი ხალხი თუ იყო უნდა შეეკავებინათ,”-აცხადებს თამაზ ანთაძე.

დღეს თამაზ ანთაძე ამბობს, რომ შვილთან კავშირი აღარ აქვს.

„მე აღარ ვეკონტაქტები, მე რომ მაგან თავზე ფეხი დამადგა, მე იმ ადგილას მოვკვდი, რომ გამეპარა,” – აცხადებს თამაზ ანთაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები