LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-7 მცდელობა და რიყის დოქებს მფლობელი გამოუჩნდა – ობიექტი გაიყიდა და უკვე ცნობილია ადგილზე რა მოეწყობა

438
riqe_5e3290934159c

ე.წ „რიყის დოქების“ გაყიდვის კიდევ ერთი, რიგით მე-7 მცდელობა წარმატებით დასრულდა. ობიექტი, რომელიც ბოლო 2 წელია აუქციონებზე უშედეგოდ გამოჰქონდათ, 10 მლნ 20 ათას ლარად გაიყიდა. ობიექტი კომპანია Global Victory Trust-მა შეიძინა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებული იქნება, 3 წლის ვადაში მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს. ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყობა.

შეგახსენებთ, ე.წ. რიყის დოქების გაყიდვის მიზნით, აქამდე აუქციონი 6-ჯერ გამოცხადდა. თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები