პარიზის ავტოსალონზე კომპანია BMW მე-5 სერიის სედანს აღარ წარადგენს.
როგორც მანამდე ერთ-ერთ ,,მოტორშოუში’’ კომპანიამ განაცხადა, სედანის ახალი მე-5 თაობის ნაცვლად, გერმანული ავტომწარმოებელი საფრანგეთის დედაქალაქში კომპაქტურ ქროსოვერს – X2-ს წარადგენს.
ოფიციალური ინფორმაცია BMW Blog-ის მეშვეობითაც გავრცელდა.
უკანასკნელად BMW X2-ის შესახებ ავტომოყვარულებმა 2015 წელს გაიგეს. მას შემდეგ მხოლოდ გამოცემა Autoar-ის მეშვეობით გახდა ცნობილი, რომ ბავარიული კომპანია სერიოზულად ემზადებოდა ამ სერიის ახალი მოდელის გამოშვებისთვის.
მალევე BMW-მ აღნიშნულ მოდელზე სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ოფიციალურად გაავრცელა.
რაც შეეხება ავტომობილის არქიტექტურას, ცნობილია, რომ იგი X1-ის ბაზისზე, მოდიფიცირებული აგრეგატით აიგება.
მე-5 თაობის სედანი კი აიგება მოდულური პლატფორმით – CLAR, რომელიც 7-Series ახალი თაობის სტილში იქნება გადაწყვეტილი.