“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის ერთ-ერთ ბაღში მასწავლებელმა აღსაზრდელებს გარკვეული პროდუქტის საბავშვო ბაღში მიტანა დაავალა. ხაბეიშვილის თქმით, ინფორმაციას ენმ-ის წევრი, გივი კუბლაშვილი, ავრცელებს.
თავის მხრივ, გივი კუბლაშვილმა “ფორტუნას” განუცხადა, რომ აღმზრდელმა ღია გაკვეთილის ჩასატარებლად აღსაზრდელების მშობლებს ორცხობილის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების საბავშვო ბაღში მიტანა დაავალა. კუბლაშვილის თქმით, საუბარია დიდ დიღომში მდებარე მე-40 საბავშვო ბაღზე.
“ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის დარღვევა, რადგან საბავშვო ბაღში ნებისმიერი სახის პროდუქტი უნდა შეიტანოს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ნილმა”. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამავე ბაღში ერთ-ერთ მშობელმა შვილს კატლეტი და პური გაატანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს საკვები არ ჰყოფნით,” – განაცხადა კუბლაშვილმა.