თბილისში, წერეთელის გამზირზე, კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენის ამბავმა გუშინ მთელი სოციალური მედია მოიარა. რასაკვირველია, ყველას გაუკვირდა, რომ ამ სიმაღლიდან გადმოვარდნილი ადამიანი გადარჩა და მეტიც, დაზიანება არ მიუღია…
„დღეს ჩემი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოვარდა ტიპი, გარაჟი გახვრიტა თავით, გამოძვრა გარაჟიდან ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა საავადმყოფოში თავისით, თითიც კი არ მოუტეხავს 🙂 პ.ს. გარაჟში სულ პუფები ყრია“ – წერს კახა მახარაძე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ორ ფოტოს, რომელზეც კორპუსი და ის ავტოფარეხია გამოსახული, სადაც მამაკაცი ჩავარდა და უვნებელი გადარჩა.
ამ პოსტს, რასაკვირველია, ბევრი კომეჰტარი მოჰყვა:
„მერე იტყვიან, ღმერთი არსებობსო…“
„ადგილიდან ხომ არ მიიმალა?“
„თანახმა ვარ, შენ სკორპუსში გადმოვიდე, უკვდავი ვიქნები“
„ჩემს უბანში გადმოვარდა ეგრე კაცი და გადარჩა. კაი ხნის მერე უბანში იგინებოდა, ჩემს ბედსო, ჰოდა, ისე სცემეს, ვეღარ დადის“
„ამან უნდა თქვას მართლა ბედი მქონიაო. დღეს 19-20 წლის ბიჭი რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა უნივერსიტეტში, უბრალო დაჯახებისგან“