უკვე 10 ათასზე მეტმა მოსწავლემ გაიარა გამოცდა, წარმატებით გაიარა დაახლოებით 98%-მა, დაახლოებით 2 %-ია მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს,- ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამოსაშვები გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება, თუმცა აღნიშნა, რომ მცხეთაში სამ სკოლას ინტერნეტი არ მიეწოდებოდა და მოზარდები ოდნავ მოგვიანებით დაიწყებენ გამოცდას.
არანაირი დარღვევები არ ყოფილა, კარგად დაიწყო დღევანდელი დღე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ასე გასტანს. ფაქტიურად, ყველა სკოლა ჩაერთო გამონაკლისია მხოლოდ მცხეთის რაიონში სამი სკოლა, რომელსაც ინტერნეტის პრობლემა შეექმნა, მაგრამ მუშაობენ ადგილზე და ისინი ოდნავ მოგვიანებით დაიწყებენ გამოცდას,“ – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
დღეს მოსწავლეები გამოცდას ქართული ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. წლევანდელი გამოცდები ახალი მეთოდით ტარდება. წელს, მოსწავლეებს მხოლოდ მინიმალური ზღვარის გადალახვა უწევთ.