მომღერალი ირუ ხეჩანოვი „ევროვიზია 2023-ზე” საქართველოს მე-11 ნომრად წარადგენს. მეორე ნახევარფინალური კონცერტი ამ წუთებში ლივერპულში მიმდინარეობს.
„დაიწყოოოო! მე-11 ნომრად ვიმღერებ თქვენთვის. მიყურეთ და მხარი დამიჭირეთ – თქვენი იმედი მაქვს”, – წერს ირუ ხეჩანოვი.
აღსანიშნავია, რომ ირუს მხარდაჭერა სჭირდება, რადგან სწორედ ხმების რაოდენობით გაირკვევა ვინ მოხვდება ფინალში, რომელიც 13 მაისს გაიმართება.
ხმის მიცემა იმ ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ, რომლებიც დღევანდელ ტურში მონაწილეობენ.
როგორ მივცეთ ხმა ირუ ხეჩანოვს 11 მაისს „ევროვიზიაზე“ – დეტალური ინსტრუქცია
ვიდეო: როგორი სამოსით წარდგება ირუ ხეჩანოვი „ევროვიზიაზე“ – კადრები პირველი რეპეტიციიდან
ირუ ხეჩანოვმა საკონკურსო სიმღერა “Echo” ლაივში პირველად შეასრულა: ნახეთ ექსკლუზიური ვიდეო