სუპერქარი – უმაღლესი პროგრესული დეტალებისა და ტექნოლოგიების იდეალური თანხვედრა, რომლის შექმნის დღიდან მსოფლიოს ავტომოყვარულებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. სუპერქარებით ინტერესდებიან, როგორც უბრალო ავტომოყვარულები, აგრეთვე დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოების სამსახურში დგანან. ამის ნათელი მაგალით დუბაის საპატრულო პოლიციის ავტომობილები გახლავთ. თუმცა, მათ გარდა სუპერქარებით კიდევ ბევრი ქვეყანა სარგებლობს…
სახანძრო Porsche
გერმანულმა სახანძრო დეპარტამენტმა, სულ ახლახანს შეიძინა Porsche Cayenne-ს უახლესი მოდელი, რომელიც მათ 140 ათასი ევრო დაუჯდათ. უნიკალური ავტომობილი, რომელიც ორი გიგანტური კომპანიის Porsche-სა და Volkswagen-ის ერთობლივი ნამუშევარია, მთლად სუპერქარიც ვერ არის, თუმცა, მისი ნახვა ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესოა.
Porsche Cayanne, რომელიც გერმანული სახანძრო სამსახურის ავტოფარეხში ირიცხება, 5,9 წამში 100კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 240კმ/სთ-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებთ, რომ თითოეულ ქალაქს იმხელა ბიუჯეტი არ აქვს, რომ ერთი Porsche შეიძინოს, ძალიან ხშირად ამ მოდელს სწორედ ქალაქგარეთ უწევს ყოფნა და ხშირ შემთხვევაში ”კეთილი” საქმეების კეთებითაც არის დაკავებული…
სასწრაფო დახმარების Mercedes-Benz
ეს უნიკალური ავტომობილი გერმანიის ქალაქ შტუტგარტის მოსახლეობას ემსახურება. Porsches-ს შემდეგ, Mercedes რიგით მეორე სუპერქარი გახდა, რომელიც გერმანული საზოგადოების სამსახურში ჩადგა.
ბევრმა ალბათ ვერც იცანით… ეს გახლავთ Mercedes-Benz SLS AMG, რომელიც სწორედაც, რომ შტუტგარტის სამედიცინო პერსონალის ნამდვილი სიამაყეა. ავტომობილის კაპოტქვეშ მოთავსებულია 6,2 ლიტრიანი, 571 ცხენის ძალის მქონე ძრავი, რომლის დახმარებითაც სუპერქარი 100კმ/სთ სიჩქარეს 3,8 წამში ანვითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 317კმ/სთ-ა.
AMG-ს გარდა, შტუტგარტის სამედიცინო ფარეხში უახლესი X6-იც, ირიცხება და მისი სიმძლავრე 555 ცხენის ძალას შეადგენს.
სტატიის დასაწყისში დუბაის პოლიციის სპორტქარები ვახსენეთ, ახლა კი ჯერი იმავე ქალაქის სასწრაფო დახმარების ავტომობილზე მიდგა. Lotus Evora 2011 წლიდან ქალაქ დუბაის სამედიცინო სამსახურის ავტოფარეხს ამშვენებს. მისი ტექნიკური მონაცემები გასაიდუმლოებულია, თუმცა, როგორც უცხოური პრესა წერს, ავტომობილი 600 ცხენის ძალით არის დაჯილდოვებული.
პოლიციის Porsche
აუცილებლად აღნიშვნის ღირსია გერმანული, ლეგენდარული ავტომობილი Porsche 911-იც, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. სპეციალური შეფერილობით, გამორჩეული ხმითა და ისტორიით, ავტომობილი გერმანული და არამარტო გერმანული საპატრულო ავტოფარეხის დამსახურებული მეფეა. იგივე სუპერქარით იტალიური პოლიციის სამსახურიც ამაყობს.
იტალიელებს, Porsche-ს გარდა ავტოფარეხში Lotus Evora-ც საპატიო ადგილს იკავებს და გასაკვირი არაა, რომ სწორედ იტალიელებს, ავტოფარეხში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული Lamborghini Huracan ჰყავთ.
ავტომობილებისა და ქვეყნების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა, ფოტოები მრავლისმეტყველი. გთავაზობთ მსოფლიოში არსებულ სუპრექარებს, რომლებიც საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევიან…