LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმე სენით დაავადებული სელმა ბლერი სცენაზე უახლოესმა მეგობარმა, სარა მიშელ გელარმა გამოიყვანა

298
სელმა-ბლერი

50 წლის სელმა ბლერი, რომელსაც 2018 წელს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დუსვეს, წელს People’s Choice Awards-ის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. მსახიობი დაჯილდოებაზე ხელჯოხით მივიდა, რადგან დიაგნოზის გამო, მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. მსახიობის მხარდასაჭერად მივიდა მისი უახლოესი მეგობარი და პარტნიორი ფილმიდან „სასტიკი თამაშები“, სარა მიშელ გელარი. სწორედ გელარი დაეხმარა სელმას სცენაზე ასულიყო.

სელმა ბლერი და სარა მიშელ გელარი უახლოესი მეგობრები გახდნენ მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღეს 1999 წლის კრიმინალურ დრამაში „სასტიკი თამაშები“.

გაფანტული სკლეროზის განაჩენი არ არის – სელმა ბლერს „ემის“ დაჯილდოებაზე მაყურებელი მხურვალე ოვაციებით შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები