LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, თეა წულუკიანის ბრძანებით, მილიონამდე ლარი უნდა დაიხარჯოს კონცერტებზე და კონკურსებზე: ელენე ხოშტარია

100
BeFunky-collage

“დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ეპიდემიოლოგებს მოუწოდებს, ხელისუფლებას მიმართონ, აიკრძალოს მსგავსი ხალხმრავალი შეკრებები და მეტი აქცენტი საზოგადოების ინფორმირებულობაზე გაკეთდეს.

“მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის 21 ივლისის ბრძანების მიხედვით, მილიონამდე ლარი უნდა დაიხარჯოს კონცერტებზე და კონკურსებზე კულტურის სფეროში”,-განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია აცრასა და რეგისტრაციის პროცედურის შესახებ და სასურველია შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება ამ მიმართულებით ხალხის საჭიროებაზე მიმართონ.

“მინდა ყურადღება გავამახვილო მძიმე ეპიდემიოლოგი სიტუაციის მართვის პრობლემებზე, კერძოდ, იმ ვითარებაში, როდესაც სამწუხაროდ, საქართველომ მსოფლიოშიც კი, გამორჩეული არის უმძიმესი ვითარებით, კოვიდის თვალსაზრისით, დაგვიანებული ვაქცინაციის გამო, ჩვენ სამწუხაროდ, დღეში ათობით ადამიანს ვკარგავთ და გვაქვს ათასობით შემთხვევა, ვისმენთ მიმართვებს ჯანდაცვის მინისტრისგან, ეპიდემიოლოგებისგან, რომ თავი უნდა შევიკავოთ თავშეყრისგან, სხვადასხვა ღონისძიებებისგან, რაც ბუნებრივია. მძიმე ვითარება არის საავადმყოფოებში და დიდი ტვირთი აწევთ ჩვენს ექიმებს. ამ ყველაფრის პარალელურად, მეორე ხელით სახელმწიფო პრაქტიკულად, ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას, კერძოდ, მინდა გაგაცნოთ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის 21 ივლისის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, 700 ათასი ლარი, მილიონამდე ლარი უნდა დაიხარჯოს კონცერტებზე და კონკურსზე ხელოვნების სფეროში, სხვადასხვა რეგიონში.

უკვე ჩატარებულია ხალხმრავალი ღონისძიება, რა თქმა უნდა, ყველანაირი წესების დაცვის გარეშე ხაშურის მუნიციპალიტეტში, საჩხერეში, ბოლნისში, ჩხოროწყუში, ცაგერში, ლეჩხუმში და ასევე, ცალკე ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ერთჯერადად დახარჯა 19 ათასი ლარი კონცერტზე, სადაც იყო უამრავი ადამიანი.

მთლიანობაში, ამ 700 000 ლარის ფარგლებში, დაგეგმილია 18 ხალხმრავალი ღონისძიება”, – აღნიშნა ხოშტარიამ.