ბიზნესმენ ირაკლი ჭკადუას მეგობრები ემშვიდობებიან. ის გუშინ მოულოდნელად გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
37 წლის ირაკლი ჭკადუა სამშენებლო კომპანიის დირექტორი იყო.
მომხდარზე მწუხარება გამოთქვა რადიო „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თათა სადრაძემ.
„გული გამისკდება! ჩემი ირაკლი… განადგურებული ვარ“, – დაწერა ,„ჩცდ“-ს მსახიობმა ნანუკა გულუამ.
ჩემი გემრიელი და ბაჯაღლო კაცი ხარ შენ. იყავი და იქნები ყოველთვის ჩემს გულში. გუშინწინ ერთი მეგობარი მოკლეს საბერძნეთში, გუშინ შენ დაგვტოვე.
რა უბედურებაა, რაზე ვიფიქრო, ვეღარც ვხვდები. ღმერთმა გაანათლოს თქვენი სული”, – წერს მომღერალი ბექა ჩხაიძე.
„მეგობრებისთვის დაბადებული ადამიანი ჩემო ძმაო ირაკლი, ღმერთმა ნათელში გამყოფოს.
ძალიან მძიმე დილა გათენდა… ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ესეთი ცხოვრების მოყვარული ადამიანი, დაგვტოვებდი“… – წერს პროდიუსერი კახა მამულაშვილი.
სამძიმარს იღებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.