LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შეუტყობინებლობაზე სანქციები გამკაცრდება – ნათია მეზვრიშვილი

85

მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შეუტყობინებლობაზე სანქციები მკაცრდება და ის მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის გამკარება იმ პრაქტიკამ გამოიწვია, რაც დღესაა.

“პრაქტიკაში იყო ისეთი შემთხვევები, როცა მოქალაქეებმა ვისაც ვალდებულება ეკიარებათ იმის, რომ პოლიციას დანაშუალის შესახებ შეატყობინონ და არ დაფარონ დანაშაული, დაფარეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშუალები. დღევანდწლი კანონმდებლობა საკმაოდ ლმობიერია ამ კატეგორიის დანაშაულების მიმართ. შესაბამისად, ჩვენ გამოვედით კანონის  და სანქციების გამკაცრების ინიციატივით.

თუ დღეს კანონმდებლობა მძინე, ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის შეუტყიბინებლობის შემთხვევაში საკმაოდ დაბალ და ერთსა და იმავე სანქციას ითვალისწინებს, აღნიშნული დანაშაულებისთვის სიმძიმის მიხედვით სასჯელების დიფერენცორება მოხდება და ის ადამიანები, რომლებიც არ შეატყობინებენ და დაფარავენ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს და დაფარავენ მკვლელობას, დაეკიარებათ პასუხისმგებლობა და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა. ეს კანონი არ ითავლისწინებს ალტერნატიულ სასჯელებს”- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა .