LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლს სიჩქარის გადაჭარბების გამო Chevrolet Camaro ჩამოართვეს

50
d6599581a69f236f3ee0508625026ac76481251d

კანადური პროვინციის ახალი შოტლანდიის პოლიციამ მძღოლი დააჯარიმა და თან ძვირადღირებული Chevrolet Camaro-ც ჩამოართვა. კანონდამრღვევმა დაშვებულ სიჩქარეს ორჯერ გადააჭარბა.

შემთხვევა საერთო მოხმარების გზაზე მოხდა და პოლიციამ სიჩქარის მოყვარული მძღოლი მყისიერად დააკავა. მაგისტრალზე გადაადგილების ლიმიტი 110 კმ/სთ იყო, 43 წლის კანამდელმა კი თავისი Сhevrolet Camaro-თი 232 კმ/სთ განავითარა.

მას შემდეგ რაც პოლიციამ კანონდამრღვევი შეაჩერა, მას ბრალი საგზაო მოძრაობის წესების უხეშად დარღვევასა და სხვა ავტომობილებისთვის საფრთხის შექმნაში წარუდგინეს.

შედეგად კანადელს თავისი სპორტქარი ჩამოართვეს და ჯარიმა – 2422 დოლარი და 50 ცენტიც გამოუწერეს. გარდა ამისა, მძღოლს მართვის მოწმობის მოქმედებაც რამდენიმე დღით შეუჩერდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები