მძღოლი, რომელმაც სიღნაღში მე-18 საუკუნეში აშენებული გალავნის თაღი დააზიანა, 250 ლარით დააჯარიმეს, საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კერძოდ, თაღი დაზიანდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ისტორიული წყაროების მიხედვით, სიღნაღის ციხე-გალავანი 1762 წელს მეფე ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით აშენდა. მისი სიგრძე, დაახლოებით, 4 კილომეტრია.
სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაზიანებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი