ლონდონის სიახლოვეს მდებარე ავტომაგისტრალზე M25–ზე დააკავეს მძღოლი, რომელიც 210 კმ/სთ–ზე მეტი სიჩქარით გადაადგილდებოდა. ეს კი დაშვებულზე ორჯერ უფრო მეტია. მამაკაცი პოლიციამ გააჩერა და თავისი საქციელი მან კორონავირუსის შიშით ახსნა. ბრიტანელმა მთელი სერიოზულობით განაცხადა, რომ პანდემიისგან გარბოდა – „მეგონა, რაც უფრო სწრაფად ვივლიდი, კორონავირუსით დაავადების შანსი უფრო ნაკლები იქნებოდა“.
კანონდამრღვევი მძღოლი დააპატიმრეს და მას წინ სასამართლო ელოდება.
ბრიტანეთის პოლიცია ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ მსგავს შემთხვევას აწყდება. მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში კარანტინი მოქმედებს და ავტომობილით გადაადგილებაც მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება, ბევრი ავტომოყვარულისთვის ცარიელი გზა ზედმეტად მიმზიდველი გახდა და ლამის სარბოლო ტრასად იქცა.