თბილისის მერმა ქვეყანაში შექნმილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვირუსის პრევენციის მიზნით, რამდენიმე საგანგებო ცვლილება განახორციელა.
ინფექციის გავრცელების რისკებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად მიკროავტობუსი მოიაზრება, ამიტომ უწყებათაშორისი საბჭოს და შესაბამისი სამსახურების რჩევით, ხვალიდან დედაქალაქში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები არ ივლიან.
ხვალიდან თბილისში სამარშუტო ტაქსები აღარ ივლიან- გიორგი გახარია
კახი კალაძის განმარტებით, ვინაიდან სასწავლო დაწესებულებებში პროცესი და ასევე სხვა რამდენიმე უწყების მუშაობა დროებით შეჩერებულია, ქალაქში მოქალაქეთა მოძრაობა ნაკლებია, ამიტომ შესაძლებელია მათ მხოლოდ მეტროთი და ავტობუსით მოემსახურონ.
მერის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისის მიკროავტობუსების მენეჯმენტთან, რათა მოახერხონ მძღოლები არასამუშაო დროს ანაზღაურების გარეშე არ დატოვონ.
კახი კალაძის განცხადებით, ხვალიდან იცვლება ავტობუსების გარკვეული სერვისების მომსახურეობაც. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ის რომ მძღოლი იზოლირებული იქნება მგზავრებისგან.
“ხვალიდან თბილისის ავტობუსებში იცვლება მომსახურეობის გარკვეული წესები. მოხდება მძღოლის სრული იზოლაცია ავტობუსის სხვა ნაწილისგან, უსაფრთხოების სივრცის მაქსიმალური დაცვით.
მოქალაქეები მხოლოდ 2 უკანა კარით ისარგებლებენ, ისე, რომ მძღოლთან არ ექნებათ არანაირი კონტაქტი. ხვალიდან ასევე, შეჩერდება “კონტროლიორების” მუშაობა, თუმცა ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას. ყველა მათგანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ ხელფასს” – განაცხადა კახი კალაძემ.
დისტანცია დეპუტატებს შორის – კორონავირუსმა საკრებულოს წევრები ერთმანეთს დააშორა