მცხეთაში, ავტომაგისტრალზე გარე განათება დაახლოებით ერთი კვირაა გათიშულია. როგორც მძღოლებმა ამბობენ, გარე განათება ავტომაგისტრალზე გასული კვირის ხუთშაბათს გაითიშა და მას შემდეგ არ მუშაობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ავტომაგისტრალზე ელექტროენერგიასთან დაკავშირებით შექმნილი შეფერხება დაუდასტურეს, თუმცა ამბობენ, რომ შეზღუდვა მათი მიზეზით არ არის გამოწვეული. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სიტუაციის გამოსწორების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.