„საწვავის ფასი მუდმივად იზრდება, თუმცა ჩვენ ვერ ვამატებთ მგზავრობის ფასს“, – ამის შესახებ დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე აცხადებს. ის ამბობს, რომ მიზეზი არალეგალური კონკურენციაა.
„მძღოლები ფასის ზრდას მუდმივად მთხოვენ და წუწუნებენ, რომ არაფერი რჩებათ. რეალურად ასეა, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ ფასებს ვერ გავზრდით, უნდა გავიჭირვოთ. პრობლემა უცვლელია, ფასს ვერ ვზრდით და მომხმარებლის რაოდენობა გვიმცირდება, რადგან დიდია არალეგალური კონკურენცია ე.წ. ხიშნიკების მხრიდან, რომლებიც ავტოსადგურის მიმდებარედ დგანან. ლამის, ყოველ კვირაში ვაგზავნი წერილს სხვადასხვა უწყებებში, რომ მოხდეს ამის რეგულირება, თუმცა დღემდე ამაოდ“,- ამბობს ნესტორ მიქაუტაძე.
ცნობისთვის, გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად, იზრდება საწვავის ფასი ქართულ ბაზარზეც. საქართველოში საწვავის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა: 1 ლიტრი ბენზინის ფასი 3 ლარს გადაცდა, დიზელის კი უკვე 3-ლარიან ნიშნულს უახლოვდება.