LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძაფრი კონკურენცია მომღერლებს შორის – ვინ ვის და რამდენი ხმით უსწრებს წლის სიმღერის კონკურსზე

79

ყოველ წელს, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ატარებს წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონიას, ავლენს ამ ტიტულის მფლობელს, გარდა ამისა, სახელდება გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში. მათ შორისაა „ხალხის რჩეული“, რომელიც „ოქროს ტალღის“ საიტზე goldenwave.ge ყოველდღიურად დაფიქსირებული ხმების დაჯამებით გამოვლინდება.

საგულისხმოა, რომ დანარჩენ ნომინაციებში დაჯილდოვდებიან ის მუსიკოსები თუ ანსამბლები, რომელთა სიმღერებს ათკაციანი, კომპეტენტური ჟიური შეარჩევს. ხალხის ხმებით კი მხოლოდ ხალხის სიმპათია დასახელდება.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 23 ივნისს, „ოტიუმში“, სადაც მთელი ქართული შოუბიზნესი შეიკრიბება. რადიოჰოლდინგი ამ დღისთვის გამორჩეულად ემზადება.

ხმის მიცემა კი 22 ივნისს შეწყდება. მანამდე შეგიძლიათ, დღეში თითო ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ სიმღერას, სულ 74 ნომინანტია, ზოგი შემსრულებელი თუ ანსამბლი ორ-ორი კომპოზიციითაა წარდგენილი.

ხმის მიცემა მსურველებს 18 მაისიდან შეეძლოთ. გთავაზობთ შუალედურ შედეგებს, „ხალხის რჩეულის“ ნომინაციის პირველი ათეული ჯერჯერობით ასე გამოიყურება:

  • ლიკა დოლიძე – „დრო გადის“: 27898
  • ოთო ნემსაძე – „ბულბულის სტვენა“: 26529
  • ჯგ. არგო და ლაშა რამიშვილი – „წამის მეასედი“: 24910
  • დათო კენჭიაშვილი – „შენს გამო“: 6876
  • სოსო მიქელაძე – „მე და შენ“: 5414
  • ჯგ. მირაჟი – „გოგონია, ქიცი, ქიცი“: 5104
  • ჯგ. ალეგრო – „სანთლები“: 5096
  • თამუნა ალადაშვილი – „დამაგვიანდა“: 4491
  • ნინი ბადურაშვილი – „ელენეს“: 2604
  • სოსო მიქელაძე – „მარიამი“: 1952

 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სხვა სიმღერების შედეგების სანახავად შეგიძლიათ, გადაინაცვლოთ საიტზე goldenwave.ge, სადაც ასევე ხმის მიცემაა შესაძლებელი.

goldenwave.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები