LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარით არ იაროთ: რუსები არხებს გადაკეტავენ

110

კონფედერაციის თასი 2017-ის მსვლელობისას მოსკოვის, ყაზანისა და სანკტ-პეტერბურგის მდინარეებსა და არხებს ერთი თვით გადაკეტავენ.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ უკვე მოამზადა ბრძანება სანაოსნო ხომალდების მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით აღნიშნული ქალაქების ტერიტორიაზე, კონფედერაციათა თასის მსვლელობის დროს.

დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული ბრძანება, რომელიც ამჟამად საჯარო განხილვის საგანია, 1 ივნისიდან 4 ივლისამდე იმოქმედებს.

ბრძანების თანახმად, დაიხურება სანკტ-პეტერბურგის პორტის დიდი და სამგზავრო აკვატორიები, ასევე სოჭის პორტიც. დოკუმენტის ფარგლებში ჩამოთვლილი ქალაქების პორტებში აიკრძალება მცირე ზომის, სპორტული და სასეირნო სანაოსნო ტრანსპორტის მოძრაობა და გაჩერებაც, თუმცა აღნიშნული აკრძალვა არ შეეხება ტურნირის მომსახურე ტრანსპორტს.

აღნიშნული ბრძანება უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისაკენ მიმართული მორიგი ნაბიჯია. გარდა ამისა, კონფედერაციის თასი 2017-ის და მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას მასპინძელ ქალაქებში რეგისტრაციის წესებიც გამკაცრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები