ჭუბერის შესასვლელთან მძიმე ტექნიკა მუშაობს, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების აღდენაზე, რათა შესაძლებელი გახდეს დიდი ტექნიკის გადაადგილება. მესტიის რაიონის გამგებლის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს. ამ ეტაპზე კი უკვე ცნობილია 7 სახლი, რომელიც საცხოვრებლად აღარ გამოდგება.
“ნელ-ნელა ხდება გზების აღდგენა, რომ დიდი ტექნიკის გადაადგილება მოხდეს და როგორმე გადავიდეთ მეორე მხარეს. რამდენიმე ადგილზე გზებია ჩაწყვეტილი და არის საშიშროება, რომ კიდევ ჩაგვიწყვიტოს. მოსახლეობას არ ემუქრება საფრთხე. ჩვენ გადასული ვართ საპრევენციო ღონისძიებებზე. ჭუბერის მეორე მეორე მხარეს გადაგვაქვს საწვავი, რომ სოფელში არსებული ტექნიკა ავამუშაოთ და მათ თავად დაიცვან საკუთარი კარმიდამო. ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს. მოსალოდნელია ნალექი. ნალექის მომატებასთან ერთად, მდინარის დონეც იმატებს და საშიშროებაც იმატებს შესაბამისად,” – განუცხადა კახა ჟორჟოლიანმა “ფორტუნას”.