მდინარე ვერეს ხეობის განვითარების კონცეფცია მზადაა. კონცეფციის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი და ბიზნეს ცენტრები არ იქნება.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული საველოსიპედო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა განვითარდება. მთავარი აქცენტი კი გამწვანებაზე გაკეთდება.
მისივე თქმით, კონცეფციის საფუძველზე მზიურის ტერიტორიისთვის დეტალური პროექტის მომზადება მიმდინარეობს.
”ამ გაზაფხულზე ვასრულებთ ყველა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ტერიტორიის მოსუფთავება-მოწესრიგებას. ჩატარდება გამწვანების ღონისძიება და შემდგომ უკვე, როცა პროექტი მზად იქნება, ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყება”, – განაცხადა ნარმანიამ.