მდინარე ვერეს ხეობაში გადავარდნილ ავტომობილში მყოფი ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მდინარე ვერეს ხეობაში გადავარდნილ მსუბუქი ავტომანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა. ავტომანქანა ფერდობზე ბუნებივი აირის მილს შეეჯახა და მდინარე ვერეს ხეობაში ჩავარდა.