LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარე რიონში 55 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

193
ქუთაისი-რიონი

ორდღიანი ძებნის შემდეგ, დღეს დილით, ქუთაისში, მდინარე რიონში სამაშველო ჯგუფმა 55 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივნისს შევიდა და დაიწყო შესაბამისი სამძებრო სამუშაოები. მათი ინფორმაციით, პროცესში ჩართული იყვნენ მყვინთავები. მაშველებმა ცხედარი დღეს დილით იპოვეს.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები